ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყება

ტაბულა

ბავშვთა სამყაროს შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განუცხადა. მისი თქმით, დემონტაჟის შემდეგ, მოვაჭრეები შეძლებენ ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ძვირფასი ნივთების მოძებნას.

„შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული", - აღნიშნა მარიამიძემ.

30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი კი, "ბავშვთა სამყაროს" შენობაში შესვლას ამ დრომდე ცდილობს. მათი თქმით, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები დახლებში ჰქონდათ შენახული და არა - სეიფებში. მოვაჭრეები ადგილის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ "ბავშვთა სამყაროში" უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, მათ შენობაში არ უშვებენ. 

კომენტარები