დიდთოვლობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

თოვლი საირმეში
facebook.com/SairmeResort

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. სოფელ ზედა განთიადში სახლის ჩამონგრევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი, თემურ გორგაძე დაიღუპა.

ოჯახის 5 წევრიდან ნანგრევებიდან ოთხია ამოყვანილი, მათ შორის ორსული. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, სამაშველო ოპერაცია დასრულეულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად.

ხელვაჩაურის რაიონში დიდთოვლობის შედეგად სახლის ჩამონგრევას მამაკაცი 1 თებერვალსაც ემსხვერპლა.

კომენტარები