რუმინეთი

რუმინეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მესამე დღეა მიმდინარეობს

AP

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტსა და სხვა დიდი ქალაქებში მესამე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

აქციების მიზეზი, მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტი გახდა, რომლითაც კორუფციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის დეკრიმინალიზება და ამ ბრალდებით დაპატიმრებული პირების ციხეებიდან გამოშვება მოხდება.

გავრცელებული ინფორმაცით, რუმინეთის დედაქალაქში გუშინ, 200 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. დემონსტრანტთა მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.


ფოტო: AFP

რუმინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დეკრეტი გადატვირთული ციხეების გასათავისუფლებად არის საჭირო. დეკრეტი არაერთი ტიპის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, სადაც გაფლანგული თანხა 44 000 ევროს არ აჭარბებს. ოპოზიციის აზრით, რუმინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორუფციისა და გაფლანფვის ბრალდებით დაკავებული თანაგუნდელების გასათავისუფლებლად მიიღო. მათ შორის, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ლივიუ დრაგნეას ციხიდან გამოსაყვანად, რომელიც 24 000 ევროს გაფლანგვის გამო გაასამართლეს.

სოციალ-დემოკრატიული პარტია რუმინეთის ხელისუფლებაში 2015 წლის ოქტომბერში, წინა მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დაბრუნდა.

კომენტარები