ღვინის ექსპორტი

იანვარში ღვინის ექსპორტი 184%-ით გაიზარდა

flickr.com

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია $8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი $5.1 მილიონზე იყო. 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის 2/3 რუსეთზე მოდის.

უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების ხუთეული და წინა წელთან შედარებით ამ ბაზარზე ექსპორტის ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 2.8 მილიონი ბოთლი, ზრდა 198%
  2. უკრაინა 402 ათასი ბოთლი, ზრდა 102%
  3. ჩინეთი 372 ათასი ბოთლი, ზრდა 725%
  4. პოლონეთი 156 ათასი ბოთლი, ზრდა 37%
  5. ყაზახეთი 106 284 ათასი ბოთლი, ზრდა 164%

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $2.25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში $21,7 მლნ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება 2016 წლის სრულ მონაცემებს, ამ პერიოდში ღვინის ექსპორტმა $113 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებს 18%-ით აღემატება. ბრენდის ექსპორტმა კი $91 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება.

კომენტარები