ხანძარიბავშვთა სამყაროში

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიას ღობავენ, დაზარალებულებმა აქცია გამართეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს.

პარალელურად, ადგილზე შეკრებული დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში შეშვებას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ითხოვენ, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვის მოტივით, მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

თბილისის მერის თქმით, ტერიტორიის შემოღობვა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.

დავით ნარმანიასვე თქმით, ბანკებს და საკრედიტო დაწესებულებებს დაზარალებული მოვაჭრეების სია გადაეგზავნათ, რათა მათ „გარკვეული შეღავათები გაუკეთონ“.

ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს აქცია კანცელარიასთან გამართეს და პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ზარალის დროულად დათვლას, კომენსაციასა და სესხების გადავადებას ითხოვენ.

"ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები