გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფლიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - გორის რაიონის სოფელ ზერტიდან 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე სავარაუდოდ „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივების თქმით, გატაცებული სოფლის მახლობლად ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჯიმშერ ტიელიძე საოკუპაციო ხაზზე მეორედ დააკავეს.

კომენტარები