სტაჟირება ტაბულაში

ტაბულა აცხადებს სტაჟირებას რელიგიის გაშუქებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

ტაბულა

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, ტაბულა აცხადებს სტაჟირებას რელიგიის ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. სამი თვის განმავლობაში, კონკურსანტები შეძლებენ გაეცნონ რელიგიის გაშუქების ეთიკურ სტანდარტებს, გამოწვევებსა და ტექნიკას.

შერჩეული კონკურსანტები იმუშავებენ ტაბულას გადაცემაში „საუბარი რელიგიაზე“. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მოამზადონ სიუჟეტები და დაწერონ სიახლეები უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

დაინტერესებულმა პირმა ერთი კვირის ვადაში, 13 თებერვლამდე, ელ-ფოსტაზე [email protected] უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი და Curriculum Vitae (CV).

კომენტარები