საწვავის ფასი

ლიტრი საწვავი საშუალოდ 7-8 თეთრით გაძვირდა

jvm.com

სამომხმარებლო ბაზარზე დღეს საწვავის ფასები გაიზარდა. ფასების მატება შეეხო სოკარში, ვისოლსა და ლუკოილში თითქმის ყველა სახის ნავთობპროდუქტს.

სოკარი:

  • სუპერი - 2.49 ლარი, ზრდა 5 თეთრი
  • პრემიუმი - 2.36 ლარი, ზრდა 7 თეთრი
  • ევრო დიზელი - 2.27 ლარი, ზრდა 7 თეთრი
  • დიზელი - 2.09 ლარი, ზრდა 7 თეთრი

ვისოლი:

  • ეკო დიზელი - 2.3 ლარი, ზრდა 5 თეთრი
  • დიზელ ენერჯი - 2.12 ლარი, ზრდა 8 თეთრი

ლუკოილი:

  • ევრო სუპერი - 2.35 ლარი, ზრდა 10 თეთრი
  • პრემიუმ ავანგარდი - 2.19 ლარი, ზრდა 10 თეთრი
  • ევრო რეგულარი - 1.99 ლარი, ზრდა 10 თეთრი

საწვავის ფასების ზრდის მიზეზი აქციზის გადასახადის გაძვირებაა. 2017 წლის პირველი იანვრიდან ტონა ბენზინზე აქციზური მარკა გაორმაგდა და 500 ლარი გახდა. ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე მხოლოდ აქციზის გამო 19-თეთრიან გაძვირებას ნიშნავს. 

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს გადასახადები ან დააწესოს აქციზის გადასახადი. კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი აქციზის გადასახადია, რის გამოც მთავრობას სწორედ მისი გაზრდა შეუძლია.

კომენტარები