გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა

გია ცაგარეიშვილი
ტაბულა

თავისუფალი დემოკრატებიდან წასული გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა. ტაბულას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ცაგარეიშვილი მოვალეობის შესრულებას იანვრიდან შეუდგა.

გია ცაგარეიშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

გია ცაგარეიშვილმა პარტია თავისუფალი დემოკრატები, ზურაბ აბაშიძესთან, ვიქტორ დოლიძესა და დავით ონოფრიშვილთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა.

ცაგარეიშვილის მსგავსად კიდევ ერთი ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი მუშაობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრის პორტფელს იკავებს. ზურაბ აბაშიძე კი დიპლომატიურ კორპუსს შეუერთდა და ყაზახეთში საქართველის ელჩი გახდა. 

 

კომენტარები