უკანონო ნადირობა

შველზე უკანონო ნადირობისთვის 6 ადამიანი დააკავეს

browning-blog.eu

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5000 ლარია. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება. 

კომენტარები