ბიუროკრატია

მინისტრებს პრემიერზე მაღალი ანაზღაურება აქვთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის მანძილზე ანაზღაურების სახით 51 369 ლარი აიღო. ამის შესახებ პრემიერმა საკუთარ დეკლარაციაში მიუთითა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კი მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურებები აიღეს, თეა წულუკიანმა დეკლარაციაში 75-ათასიანი ანაზღაურება მიუთითა, საიდანაც 32 ათასი დანამატი იყო. წულუკიანის ანაზღაურება პრემიერისას 24 ათასი ლარით აღემატება.

წულუკიანის მსგავსად, სხვა მინისტრებმაც გასული წლის მანძილზე 75-ათასიანი ანაზღაურება აიღეს. მოცემულია ის მინისტრები, რომლებსაც 2016 წლის დეკლარაციები ჩაბარებული აქვთ:

რატომ აქვთ მინისტრებს მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურება:

სინამდვილეში, კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრის ხელფასი პრემიერის ხელფასზე ნაკლებია. კანონის მიხედვით, პრემიერის ხელფასი განისაზღვრება თვეში - 4 250 ლარით (51 ათასი წლიურად), მინისტრის ხელფასი კი, 3 540 ლარით (42 ათასი წლიურად). თუმცა, 2014 წელს, პრემიერის მიერ გამოცემული ბრძანების შედეგად, მინისტრებს თვეში 2 710 ლარის ოდენობით (32 ათასი წლიურად) დანამატი დაენიშნათ. მთავრობის მეთაური დანამატს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზით არ იღებს.

მინისტრის მოადგილეები რიგ შემთხვევებში მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ:

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2016 წელს 99 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო, ეს კი მინისტრის ანაზღაურებას 24 ათასით აღემატება. მინისტრზე მაღალი ანაზღაურება აიღო ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ - გიორგი კაკაურიძემ, მან გასულ წელს 88 ათასი გამოიმუშავა. ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ანაზღაურების სახით 102 ათასი ლარი აიღო, ეს კი, მინისტრის ხელფასს 27 ათასით აღემატება. კალაძის კიდევ ერთმა მოადგილემ ილია ელოშვილმა გასული წლის მანძილზე 89 ათასი გამოიმუშავა.

კომენტარები