ტერორიზმი

ქაბულში უზენაეს სასამართლოსთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან თავი აიფეთქა.

აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ავღანეთში ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების უკან მუდმივად დაჯგუფება თალიბანი იდგა.

კომენტარები