საზოგადოებრივი მაუწყებელი

ეკონომიკის სამინისტრო: GPB კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებას არ განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

უწყების განცხადების თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას 68-ში მდებარე შენობა- ნაგებობის გასხვისების საკითხს არ განიხილავს.

" სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსი არის აბსოლუტურად მყარი და მის რემონტს გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენებას სხვაგან. მათივე ინფორმაციით, ასევე გაცილებით მოკლე ვადაშია შესაძლებელი შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები