რუსთავი 2-ის საქმე

ენმ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას 10 თებერვალს გააპროტესტებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს მოქალაქეებს, 10 თებერვალს, 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბონ. შეკრებილები მსვლელობით გაემართებიან უზენაესი სასამართლოსკენ, სადაც მოსამართლეების საქმიანობაში ხელისუფლების "უხეშ ჩარევას" გააპროტესტებენ.

"აქცია მოემსახურება, ერთის მხრივ, იმ სისაძაგლეს, რომელსაც ადგილი აქვს ივანიშვილის მხრიდან. მეორეს მხრივ, იქნება სოლიდარობა პატიოსანი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შემორჩენილი არიან უზენაეს სასამართლოში", - თქვა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

კომენტარები