მსოფლიო კულტურა

ელ ჯერო საავადმყოფოში იმყოფება, 2017 წელს დაგეგმილი კონცერტები არ ჩატარდება

ელ ჯერო
Stig Ove Voll / Wikipedia

პროდიუსერის ტიმ გერისონის ცნობით, 76 წლის ამერიკელი ჯაზ-მომღერალი ელ ჯერო ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი გადაღლილობა იყო. 

"ელ ჯერო გადაღლილობის შედეგად, ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში იმყოფება. ის იღებს არაჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებას, ექვემდებარება მკურნალობას და ნელ-ნელა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. 

სამედიცინო ჯგუფის ცნობით, ის 2017 წელს დაგეგმილი კონცერტების ჩატარებას ვერ შეძლებს. 

ამასთან, უდიდესი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ელ ჯერო ტურნეებისგან უნდა გათავისუფლდეს. ის მადლობელია მუსიკის საშუალებით 50-წლიანი მოგზაურობით მსოფლიოს გარშემო და მადლობელია ყველასი, ვინც ეს ყველაფერი მასთან ერთად გაიზიარა - მისი ერთგული მსმენელისა და ყველასი, ვინც მას მხარს უჭერდა," - წერია გერისონის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

პროდიუსერი ხალხს მოუწოდებს, ელ ჯერო ლოცვებში მოიხსენიონ. 

კომენტარები