ტრამპის საკადრო პოლიტიკა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის პოსტზე ჯეფ სეშენსი დაამტკიცა

AP

აშშ-ის სენატმა ჯეფ სეშენსი გენერალური პროკურორის პოსტზე, 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ალაბამის ყოფილ გენერალურ პროკურორ სეშენსის აშშ-ის გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცებას დემოკრატები მისი ანტიიმიგრაციული შეხედულებების გამო ეწინააღმდეგებოდნენ. სეშენსს სხვადასხვა დროს რასიზმში სდებდნენ ბრალს.

აღსანიშნავია, რომ სეშენსი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისას იმიგრაციულ საკითხებში მისი მთავარი მრჩეველი იყო.

ალაბამელი სენატორი აშშ-ის რიგით 84-ე გენერალური პროკურორი იქნება.

კომენტარები