რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

ტაბულა

რუსთაველის მეტროსთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას უერთდება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც "მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის" ინიციატივით შეიქმნა.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან უზენაესი სასამართლოსკენ, სადაც "მოსამართლეების საქმიანობაში უხეშ ჩარევას" გააპროტესტებენ. ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ მოსამართლეებს და იმედოვნებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.


ფოტო: ტაბულა

თუ სასამართლო "არაობიექტურ გადაწყვეტილებას" გამოიტანს, ორგანიზატორები პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

კომენტარები