რუსთავი 2-ის საქმე

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი მოქალაქეები უკვე უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან და რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი მეტროდან სასამართლოსკენ მსვლელობით გაემართნენ.

ამ წუთებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ტელეკომპანიის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და უზენაესმა სასამართლომ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. მათივე თქმით, რუსთავი 2-ის გარშემო პროცესები ხელისუფლების მხრიდანაა მართული.

"ხელისუფლება ხმას არ იღებს არცერთ დონეზე და შეთანხმებულად მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩააქროს. რა გამოსავალი რჩება საზოგადოებას - ის იწყებს მანკიერი პრაქტიკის ხმამაღლა გაპროტესტებას მშვიდობიანი მანიფესტაციის სახით", - თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ.


ფოტო: ტაბულა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას გუშინ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან შედგება. ისინი, სასამართლოს მხრიდან "არაობიექტური" გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

კომენტარები