შსს: სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 185,1 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ.ს.-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.“- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები