რაგბი

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს რაგბის კავშირი

ქართველმა მორაგბეებმა ბრუსელში ბელგიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. თამაში ანგარიშით 31:6 დასრულდა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს 2017 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონატზე პირველი მატჩი იყო.

ანგარიში ზუსტი საჯარიმოთი მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, პირველი ლელო კი გიორგი თხილაიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში უკვე გიორგი კოშაძემ გაიტანა ლელო. 

საქართველოს ნაკრები საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება. შემდეგი მატჩი გერმანიასთან უკვე საქართველოში, ქალაქ რუსთავში გაიმართება. 
 

კომენტარები