Panama Papers

პანამამ Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები დააკავა

0 კომენტარი
ფოტო: usnews.com

პანამამ იურიდიული კომპანია მოსაკ ფონსეკას დამფუძნებლები, იურგენ მოსაკი და რამონ ფონსეკა ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით დააკავა. მოსაკ ფონსეკას მიერ განხორციელებული ფინანსური მაქინაციების შესახებ ცნობილი გასულ წელს გამოქვეყნებული Panama Papers-იდან გახდა.

პანამის გენერეალური პროკურორის, კენია პორსელის თქმით, მოსაკ ფონსეკა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საეჭვო აქტივებისა და ფულის დამალვით არის დაკავებული. პორსელის თქმით, პერუში, აშშ-ში, ბრაზილიაში, კოლუმბიასა და შვეიცარიაში ჩატარებული გამოძიება იურგენ მოსაკის და რამონ ფონსეკას ბრალეულობას ცხადყოფს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ მოსაკ ფონსეკას საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, სახელწოდებით Panama Papers 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა. დოკუმენტები ათობით სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირის, მათ შორის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დამალულ ოფშორულ კომპანიას ეხება. 

რამონ ფონსეკამ, რომელიც პანამის პრეზიდენტის მრჩეველიც იყო წარსულში უარყო ყოველგვარი კავშირი მის ფირმასა და საერთაშორისო ფულის გათეთრებასთან. 

როგორც ცნობილია იურგენ მოსაკის და რამონ ფონსეკას დაკავება კონკრეტულად ბრაზილიაში არსებულ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკამ ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის მოგება ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხეს, რითიც კორუფციასა და ფულის გაფლანგვაში მიიღეს მონაწილეობა. 

Reuters-ის ცნობით, იურგენ მოსაკისა და რამონ ფონსეკას გარდა კომპანიის კიდევ სხვა თანამშრომლებიც არიან დაკავებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები