ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
Getty Images

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მეთორმეტე პრეზიდენტად აირჩიეს. 1,260 წევრიან ბუნდესტაგში შტაინმაიერმა 931 ხმა მიიღო. 

61 წლის შტაინმაიერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ორჯერ - 2005-2009 და 2013-2016 წლებში ეკავა. 

გერმანიის პრეზიდენტს მცირე აღმასრულებელი უფლებები აქვს, თუმცა ის გავლენიან პოსტს წარმოადგენს. გერმანიის მოქმედი პრეზიდენტი 77 წლის იოაჰიმ გაუკია. 

შტაინმაიერის ინაუგურაცია 19 მარტს გაიმართება.

კომენტარები