უკანონო ნადირობა

გარემოს დაცვის სამინისტრო: ამბროლაურში შველი მოკლეს, ბრაკონიერი დანაშაულს აღიარებს

0 კომენტარი
ფოტო: browning-blog.eu

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით შველი მოკლა.

"მის გარდა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე - კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე. ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა", - აცხადებს გარემოს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.

"გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორი კვირის მანძილზე, საქართველოში შველზე უკანონო ნადირობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები