აშშ

კაშხლის ჩამონგრევის საფრთხის გამო, კალიფორნიაში ევაკუაცია გამოცხადდა

AP

კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ ოროვილში აშშ-ში ყველაზე მაღალი კაშხლის ჩამონგრევის საფრთხის გამო ევაკუაცია გამოაცხადა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაახლოებით 180 000 ადამიანს მოუწევს სახლის დატოვება.

კაშხლის სიმაღლე 230 მეტრი იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ოროვილის ტბაში წყლის დონის შემცირების სამუშაოებს ახორციელებს.

კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე გადაუღებელი წვიმების შედეგად, წყალგამშვების ეროზიამ გამოიწვია.

კომენტარები