გაეროს უშიშროების საბჭო

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის გამო გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

Reuters

გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის თხოვნით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის დატესტვის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს.

თებერვლის თვეში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უკრაინაა. მათი ცნობით, საგანგებო შეხვედრა თბილისის დროით ღამის პირველ საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა.

კომენტარები