გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის საქმეზე ბრალდებული პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს

ენმ

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრ გივი თარგამაძის საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა. საქართველოს მთავარი პროკურატურა განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულ ბორის ჩაგუნავას გამოძიება იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, დავით ხეჩუაშვილს კი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა, თარგამაძის მანქანაში აფეთქებასთან კავშირს გამორიცხავს.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები