აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან დაკავებულები სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დაცვის მხარემ ითხოვა ჩანაწერები, რომელიც მათივე თქმით, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელია. სასამართლოში სხდომა პირველ მარტამდე გადაიდო.

გუშინ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიიდან რამდენიმე მილიონის გადაცემას აპროტესტებენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა უნდოდათ, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები