ფოთის პორტი

საქართველოში მოქმედი ყველა პორტის ტვირთბრუნვა შემცირებულია

Getty Images

საქართველოში მოქმედი ყველა პორტის ტვირთბრუნვა შემცირებულია, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრის სტატისტიკიდან გახდა ცნობილი. 

2016 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 6.3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით, 8%-ით ნაკლებია. 2012 წელთან შედარებით ფოთის პორტის ტვირთბრუნვა 16%-ით, ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა კი 30%-ით შემცირდა.

საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა 2016 წლისთვის ასე გამოიყურება:

  • ფოთის პორტი - 6.3 მილიონი ტონა, კლება 8%
  • ყულევის ტერმინალი - 1.6 მილიონი ტონა, კლება 36%
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 5.6 მილიონი ტონა, კლება 2%
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 4.1 მილიონი ტონა, კლება 2.3%

პორტებთან ერთად გასულ წელს რკინიგზის ტვირთბრუნვაც შემცირდა:

2016 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 15.6%-ით ნაკლებია. მეტიც, გასულ წელს რკინიგზის გადაზიდვები საავტომობილო (ტრაილერებით) გადაზიდვების მოცულობაზე 2.5-ჯერ ნაკლები იყო.

ტვირთბრუნვის კლება 2016 წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო სტატისტიკიდან გახდა ცნობილი.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა

2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა

2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 

2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა

2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

კომენტარები