რუსთავი 2-ის საქმე

შსს გვარამიას მოწმის სახით დასაკითხად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დასაკითხად, შუამდგომლობით მიმართავს.

" "რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გამოკითხვაზე არ მივიდოდა და აღნიშნა, რომ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.

კომენტარები