WIZZAIR ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს

WizzAir

18 ივნისიდან ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

"ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი აირბას A320 და 230-ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით", - წერია განცხადებაში.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

"რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას", - ამბობს ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერი.

ავიაკომპანია ვიზეარი საქართველოდან უკვე ახორციელებს 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში.

კომენტარები