ეკლესიის დაფინანსება

ვოლსკი: ჩვენი ეკლესია არ არის რეგრესული ძალა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული წესი გადასახედია.

"ეკლესიას საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს და ჩვენი ეკლესიაც არ არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს, რაღაც რეგრესულ ძალად. პირიქით, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოში ეკლესიის ასეთი ფორმით არსებობა, მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება იმ ფასეულობების, ისტორიული საუკეთესო გამოცდილების მიმართ ძალიან პოზიტიურია. ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, უნდა ითვალისწინებდეს ამ გამოცდილებას", - თქვა ვოლსკიმ.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება უნდა შეწყდეს. რაც შეეხება კომპენსაციას, პარტიის აზრით, ეს საკითხი კარგად უნდა დასაბუთდეს. ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისის საკრებულოში თითქმის ყოველ სხდომაზე განიხილავენ ეკლესიისთვის დედაქალაქის ქონების გადაცემის საკითხს. თამარ კორძაია კი ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა და მრავალი ჰექტარი მიწა გადაეცა.

კომენტარები