კანადა

ევროკავშირ-კანადას შორის თავისუფალ ვაჭრობას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

Reuters

კანადასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. გაფორმების შემდეგ კანადა-ევროკავშირის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება. 

კანადასთან სავაჭრო შეთანხმებას მხარი ევროპარლამენტის 408 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 254 წავიდა 33-მა კი კენჭისყრაში თავი შეიკავა. 

ევროპარლამენტის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მხარი კანადის სენატმა უნდა დაუჭიროს. თებერვლის დასაწყისში შეთანხმებას მხარი კანადის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაუჭირა. იმისთვის რომ შეთანხმება ძალაში შევიდეს მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროება. 

რას ითვალისწინებს შეთანხმება:

ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ კანადა და ევროკავშირი ერთმანეთთან ვაჭრობაში საქონლის დასახელებების 99%-ზე ნულოვან სავაჭრო ტარიფებს შემოიღებენ. შეთანხმების შედეგად კანამდამ გარკვეულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმინიზაციის ვალდებულებებიც აიღო.

კანადისთვის ევროკავშირი აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ €63.5 მილიარდი ევრო შეადგინა. 

კანადა-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმება თავდაპირველად ტრანსატლანტიკური თავისუფალი შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბებას გულისმხობდა. თუმცა აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევროკავშრსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ნაკლედა სავარაუდო გახდა, მეტიც ტრამპი ევროპელ ავტომწარმოებლებს გაზრდილი ტარიფებითაც დაემუქრა.

კომენტარები