ვაკის და გლდანის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს გლდანის და ვაკის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებს თელასი.

კომენტარები