კრიმინალი

ვაკეში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი პირის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ ღამით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი გვახარიას თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეიარაღებული თავდასხმა შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, მასში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, დაჭრილი ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელია.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს, სადაც კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. 

კომენტარები