ფარული მოსმენები

აბესაძე: ხელისუფლებას მოსმენების კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ვთავაზობთ

ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" მოსმენების კანონთან დაკავშირებით მთავრობას დამოუკიდებელი ტექნიკური სააგენტოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ისაუბრა.

"იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება კონსტიტუციის შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი უკანონო მოსმენების საფრთხე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. ჩვენ, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ვთავაზობთ, შეიქმნას დამოუკიდებელი ტექნიკური სააგენტო, რომელიც ვალდებული იქნება საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტთან. მასზე ხორციელდებოდეს ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და მოსმენების განხორციელების დროს მოქმედებდეს ე.წ. ორი გასაღები.

ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება კვლავ კონსტიტუციის დარღვევით ცდილობს, მიიღოს კანონი, რომლითაც მოსახლეობას ისევ სუს-ი მოუსმენს, რაც პირდაპირ ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დარღვევაა. რაც შეეხება გასაღებებს, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, გასაღები იქნება ერთ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში, მეორე შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილი მოსამართლის ხელში", - ამბობს აბესაძე.

კომენტარები