ჩოგბურთი

მემფისის საერთაშორისო ტურნირზე ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-20 ჩოგანი კარლოვიჩი დაამარცხა

qatartennis.org

მემფისის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიო 67-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ფავორიტი მე-20 ჩოგანი ივო კარლოვიჩი ორ სეტში, ანგარიშით 7:6 (7:2), 6:3 დაამარცხა. 

მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

1/4-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 490-ე ჩოგანს, ავსტრალიელ მეთიუ ებდენს დაუპირისპირდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 642 000 დოლარია.

კომენტარები