საგარეო ვალი

ვისი ვალი აქვს საქართველოს, საგარეო ვალის სტატისტიკა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $4.54 მილიარდი დოლარია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის, რომლებიც ქვეყანას შეღავათიან კრედიტებს ინფრატსრუქტურილი პროექტების დაფინანსებისთვის აძლევენ. ქვეყნების მიხედვით კი, პირველ ადგილზე გერმანიაა.

საგარეო ვალის სტატისტიკა 2017 წლის 31 იანვრისთვის, მოცემულია როგორც სახელმწიფოები, ისე საფინანსო ინსტიტუტები:

  1. მსოფლიო ბანკი IDA - $1.16 მილიარდი დოლარი
  2. აზიის განვითარების ბანკი ADB - $937 ჯამში მილიონი დოლარი
  3. მსოფლიო ბანკი IBRD - $682 მილიონი დოლარი
  4. ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB - $271 მილიონი დოლარი
  5. გერმანია - $256 მილიონი დოლარი
  6. იაპონია - $193 მილიონი დოლარი
  7. სავალუტო ფონდი IMF - $108 მილიონი დოლარი
  8. EBRD - $91.2 მილიონი დოლარი
  9. საფრანგეთი - $89.5 მილიონი დოლარი
  10. რუსეთი - $79 მილიონი დოლარი
  11. ყაზახეთი - $27.8 მილიონი დოლარი
  12. სოფლის მეურნეობის ფონდი IFAD - $27 მილიონი დოლარი
  13. აშშ - $25 მილიონი დოლარი
  14. თურქეთი - $18 მილიონი დოლარი
  15. ქუვეითი - $13.5 მილიონი დოლარი
  16. ავსტრია - $11.7 მილიონი დოლარი
  17. სომხეთი - $11.3 მილიონი დოლარი
  18. ევროკავშირი - $10.6 მილიონი დოლარი
  19. აზერბაიჯანი - $9.8 მილიონი დოლარი
  20. ირანი - $7.6 მილიონი დოლარი
  21. ჩინეთი - $2.6 მილიონი დოლარი
  22. ნიდერლანდები - $1.1 მილიონი დოლარი
  23. თურქმენეთი - $0.2 მილიონი დოლარი
  24. უკრაინა - $0.2 მილიონი დოლარი
  25. უზბეკეთი - $0.2 მილიონი დოლარი

საგარეო ვალის ნაწილია ასევე $500- მილიონიანი ევროობლიგაციები, რომლებიც გაზის და ნავთობის კორპორაციამ გამოუშვა.

ლარში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა 12.3 მილიარდია. ლარებში გამოხატული ვალის მოცულობა განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაიზარდა, რაც საქართველოში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშრდება. 2017 წლის მანძილზე სახელმწიფო საგარეო ვალის სახით საქართველომ $259 მილიონი უნდა გადაიხადოს.

წლების მიხედვით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - $3.15 მილიარდი დოლარი
  • 2011 წელი - $3.57 მილიარდი დოლარი
  • 2012 წელი - $4.16 მილიარდი დოლარი
  • 2013 წელი - $4.08 მილიარდი დოლარი
  • 2014 წელი - $4.15 მილიარდი დოლარი
  • 2015 წელი - $4.26 მილიარდი დოლარი
  • 2016 წელი - $4.64 მილიარდი დოლარი

მოცემულია ყოველი წლის მესამე კვარტალის ბოლოს არსებული ინფორმაცია. წყარო - ეროვნული ბანკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვასილ სოფრომაძე მძიმე კაცთან - ანონსი

კომენტარები