სარფის გამშვებ პუნქტზე "კანონიერი ქურდი" დააკავეს

სამართალდამცველებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გია გიორგაძე, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გიორგაძე 1981 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია "კანონიერ ქურდად". სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

კომენტარები