სამსუნგი

კორეამ Samsung-ის ხელმძღვანელი ჯეი ლი დააკავა, კომპანიის აქციები უფასურდება

Getty Images

ტექონოლოგიური გიგანტის Samsung-ის ხელმძღვანელი ჯეი ი. ლი კორეელმა სამართალდამცავებმა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ჯეი ლის დაკავებას სამსუნგის აქციების 2.5%-ით გაუფასურება მოჰყვა. 

ბრალდების მტკიცებით, სამსუნგის ხელმძღვანელმა 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული. სამსუნგი და ლი ბრალდებებს არ ეთანხმებიან. 

საქმეზე გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო, სამართალდამცავებმა ლი იანვარშიც დაკითხეს, თუმცა მაშინ მისი დაკავებისგან თავი შეიკავეს. მეორედ ლი მიმდინარე კვირაში დაკითხეს. პარასკევს დილით კი სეულის ოლქის სასამართლომ მისი დაკავების განკარგულება გასცა. ბრალდების მხარე ლის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, რადგანაც, მათი შეფასებით, შესაძლოა ლიმ გამოძიების მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს. 

საქმე კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს მმართველობის პერიოდს ეხება. კორეის პარლამენტმა ჰეს იმპიჩმენტი გასული წლის დეკემბერში კორუფციული სკანდალის გამო გამოუცხადა, სამსუნგის ქრთამი სწორედ ამ კორუფციული სქემის ნაწილია. ამ დრისთვის ჰეს იმპიჩმენტის გამო ქვეყნის მართვის უფლება არ აქვს, თუმცა ის ოფიციალურად ისევ რჩება ქვეყნის პრეზიდენტად.

ჯეი ლი სამსუნგის დამფუძნებლის ლი კუნ ჰეს შვილია, ლი კუნ ჰე ოფიციალურად სამსუნგის თავმჯდომარეა, თუმცა რეალურად კომპანიის მმართველი ჯეი ლია. ჯეი ლის ქონება $7.9 მილიარდად არის შეფასებული, მისი მამა კი $14-მილიარდიანი ქონებით კორეის უმდიდრესი მოქალაქეა.

კომენტარები