NATO

NATO შავი ზღვის რეგიონში საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

NATO შავი ზღვის რეგიონში საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერებას გეგმავს.

ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით თქვა, რომ სამხედრო ყოფნის გაძლიერება არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია.

"ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები