საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 331 ლარი და 40 თეთრია

ტაბულა

საქსტატმა საარსებო მინიმუმის იანვრის თვის კალკულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 331.4 ლარი იყო, რაც დაახლოებით $125-ს შეადგენს. ეს ოჯახის თითოეულ წევრზე თვეში 66 ლარი და 20 თეთრია.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი იანვარში 164 ლარი იყო. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო. 

საქსტატის მიერ იანვარში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:

  • შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 166.3 ლარი
  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 147.3 ლარი
  • ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 235 ლარი
  • სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 265 ლარი
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 294 ლარი
  • ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 331.4 ლარი
  • ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 391 ლარი

საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით განსხვავდება, რადგანაც პროდუქციისა და მომსახურების ფასები სეზონურად ცვალებადია. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს ასაკობრივი ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოში გაცემული პენსიის მოცულობა 180 ლარია.

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის. 

საარსებო მინიმუმის გამოთვლაში მონაწილეობს მხოლოდ საკვები სასურსათო კალათა, შესაბამისად, მასში სხვა კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, ტრანსპორტის ხარჯები არ ხვდება).

კომენტარები