გიორგი მამალაძის საქმე

ბოკუჩავა: შოთაძის გადადგომის მოთხოვნას შევუერთდებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

მეორე არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკმარისი არაა, რადგან რეალურად მიმდინარე მოვლენებს ბიძინა ივანიშვილი მართავს.

"დადგეს საკითხი, რომ შოთაძე გადადგეს თანამდებობიდან, ნამმდვილად არაა საკმარისი. ყველამ იცის, რომ შოთაძე არის ნომინალური გენერალური პროკურორი. რეალურად პროკურატურა კონკრეტული დავალებით მოქმედებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს.

მოცემულ შემთხვევასი ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგთან - ივანიშვილს არ მოსწონს, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია და კონკრეტულად პატრიარქი სარგებლობს. ავტორიტარულ ადამიანებს უნდათ, რომ აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. მას სურს გააკონტროლოს მედია, სასამართლო, პოლიტიკოსები და ახლა გაუჩნდა ამბიცია, რომ გააკონტროლოს ყველაზე მაღალი ავტორიტეტული ინსტიტუტი და გადაწყვიტა ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში. ეს არის ივანიშვილის ცნობილი ბრძოლის ირაღი - ის თამაშობს ადამიანების ყველაზე სათუთი გრძნობებით. უნდოდა პანიკა დაეთესა მოსახლეობაში და ამაში სარგებელი ენახა.

შესაბამისად, პარლამენტარების გარკვეული ჯგუფისგან შოთაძის გადადგომის მოთხოვნა საკამრისი არაა. ამ შემთხვავაში ხელისუფლება თავად ეძებს განტევების ვაცს, რომ ვინმეს ხელები შეაწმინდოს და ეს მხოლოდ შოთაძე არ უნდა იყოს. მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კითხივ ნიშნის ქვეშ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემოთავაზებას (შოთაძის გადადგომის მოთხოვნას) შევუერთდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკმარისი არაა. ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ მავნებლური სპექტაკლის სათავეშია.

ასევე, დავიცვათ „რუსთავი 2“, რომელიც დამოუკიდებელი მედიაა და რომ არა ეს ტელეკომპანია, არავინ იცის რამდენი ხანი გვაცხოვრებდა ინვაიშვილი სიცრუეში", - ამბობს ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

კომენტარები