გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურა: დეკანოზის იერარქიულ წინსვლაზეა საუბარი, რომელსაც შემდეგ მიიღებდა

მამუკა ვასაძე
პროკურატურა

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ციანიდის საქმეში" არსებობს მტკიცებულებები, სადაც საუბარია დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის "კონკრეტულ თანამდებობრივ, კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე", რომელსაც ის მიიღებდა "ამ მოვლენების განვითარების შემდგომ":

"ჩვენ, ფარული აუდიო-ვიდეო მასალების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახეზე გვაქვს, რომ იგეგმებოდა, ადამიანის მკვლელობა, იგეგმებოდა და ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივიც, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებებიც, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლებზე, კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ, ბრალდებული გიორგი მამალაძე. ამავდროულად, საუბარია იმაზე, რომ პიროვნებას სჭირდებოდა მკვლელობის ჩასადენად ციანიდი, რომელიც არის მომწამვლელი ნივთიერება", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.



 

კომენტარები