აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

გვარამია: ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას

რუსთაველზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. პროტესტს ათასობით ადამიანი შეუერთდა. მათ არხის წარმომადგენლებმა მიმართეს, რომლებმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს, ხელისუფლებას კი მოუწოდეს, შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაემორჩილონ ხელისუფლების ზეწოლას.

„გაჰყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია," - თქვა ნიკა გვარამიამ. 

"ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას“ - მოუწოდა არხის გენერალურმა .

სიტყვით არ გამოსულან, თუმცა, აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით შემოუერთდნენ. ენმ-ის წარმომადგენლები კი ვარდების მოედანთან შეიკრიბნენ და იქიდან მოაწყვეს მსვლელობა.

კომენტარები