რაგბი

საქართველოს რაგბის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს რაგბის კავშირი

ევროპის რაგბის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს რაგბის გუნდმა გერმანიის გუნდი დაამარცხა. რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართული თამაში ანგარიშით 50:6 დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა როგორც პირველი ასევე მეორე ტაიმიც გამარჯვებით დაასრულეს. 

ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ბონუს ქულას მოუტანს და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე გაიყვანს. 

შემდეგი თამაში 4 მარტს, ესპანეთში გაიმართება. 

კომენტარები