ტერორიზმი

სომალიში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული მანქანის აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

აფეთქება ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში სომალიში ახალი პრეზიდენტი, მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი აირჩიეს, ეს პირველი ტერაქტია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ტერაქტის უკან სავარაუდოდ დაჯგუდება ალ-შაბაბი დგას.

დაჯგუფება ალ-შაბაბმა შაბათს განაცხადა, რომ მათი სამიზნე ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერები იყვნენ.

კომენტარები