ხანძარი

თბილისის საკრებულოში ხანძარი გაჩნდა

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, ცეცხლი სასხვენო გადახურვაში გაჩნდა. დამწვარია 20-30 კვადრატული მეტრი. მათივე ცნობით, ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 9 ბრიგადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და უახლოეს დროში მოხდება მისი ლიკვიდაცია.

კომენტარები