საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 7-ის ექსპორტი გაიზარდა

independent.co.uk

2017 წლის იანვარში საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი გაიზარდა, ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. იანვარში ექსპორტმა $177 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 45%-ით მეტია.

იმ შვიდი საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ექსპორტიც გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $33.1 მილიონი, ზრდა 34%
  2. ფეროშენადონებები - $23.6 მილიონი, ზრდა 611%
  3. აზოტოვანი სასუქები - $11 მილიონი, ზრდა 65%
  4. ღვინოები - $10.1 მილიონი, ზრდა 98%
  5. მედიკამენტები - $10.1 მილიონი, ზრდა 97%
  6. სპირტიანი სასმელები - $8.7 მილიონი, ზრდა 125%
  7. მინერალური წყლები - $7.5 მილიონი, ზრდა 35%

ექსპორტის კლება კი სამი მიმართულებით შეიმჩნევა, ესენია: ავტოექსპორტი ($10.8 მილიონი, კლება 11%), ოქრო ($5.2 მილიონი, კლება 0.3%), თხილი და კაკალი ($4.9 მილიონი, კლება 50%)

ექსპორტთან ერთად ზრდის ტენდენციაა იმპორტშიც, იანვარში იმპორტმა $474 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $298 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 46%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $9 მილიონით მეტია.

კომენტარები