უკრაინა

კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა

Reuters

გუშინ ღამით, უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მიახლოება და კარვების იქ გაშლა სცადეს, რამაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება გამოიწვია. ინციდენტის შემდეგ აქციის 5 მონაწილე დააკავეს. დაშავებულია 1 პოლიციელი.

დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ოკუპირებულ დონბასთან სარკინიგზო მიმოსვლისა და რეგიონიდან ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

კომენტარები