ენგურჰესი

ენგურჰესი გაჩერებულია, სადგური მუშაობას 2 კვირაში აღადგენს

flickr.com/photos/ebrd

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი ამ დროისთვის სრულად გაჩერებულია. სადგურის გაჩერების მიზეზი ჰესის გვირაბის დათვალიერებაა. 

მას შემდეგ, რაც ენგურის კაშხალი წყლისგან სრულად დაიცლება, სპეციალიტები გვირაბში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, სადგურის გვირაბის სრული რემონტი კი 2018 წელსაა დაგეგმილი. ჰესი მუშაობას დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გააგრძელებს. 

ენგურჰესი საქართველოს ენერგომომარაგების დიდ ნაწილს შეადგენს - სეზონურობის მიხედვით, თვეში 150 გვტ/სთ-დან (ჯამური მოხმარების 20%-მდე) 550 გვტ/სთ-მდე (50%+). ასევე, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.

"იმ თვეებში, როდესაც ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს, აუცილებელი იქნება ელექტროენერგიის დეფიციტის სხვა გზით შევსება. 2016 წლის დასაწყისში, როდესაც წყლის ნაკლებობის გამო აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთიდან შეღავათიან ფასად შემოიტანა ელექტროენერგია, რომელიც შემდგომ აფხაზეთის რეგიონზე განაწილდა. მსგავსი შეთანხმება ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

კომენტარები